poems, online education,on-line education courses,online education degree,college course directory,distance learning,degree programs,college accreditation,continuing education,training, Architecture If you are looking for love poems or love quotes, you have come to the right place. We have an impressive collection of love poetry, as well as some famous quotes, friendship poems, inspirational quotes, and even a poetry contest. Many of the love quotes and love poems on this site deal with weddings, so if you are looking for the perfect wedding poem, you're in luck. You will be happy to know that this site focuses on love poems and quotes that are positive, romantic, and easy to understand. While humorous and negative words on love have their place, they are beyond the scope of this site.
Untitled Document
 
 
 

ფიქრმა როგორ შეძლოს გადარჩენა ჩემი,
იძირება ზღვაში მტრედისფერი გემი.
აღარაფერს ვნანობ, აღარავის ველი..
კი არ ვტირი, ისე... ჩემებურად ვმღერი.
ბილიკ-ბილიკ ნავალს ამერია გზები..
იქნებ მომატყუეს, იქნებ ისევ ვცდები..
აღარ შემრჩა ძალა, აღარაფერს ვდარდობ,
არ გეძახი, ისე... ჩემებურად გნატრობ..
ღამისფერი ნისლი დაეფარა თვალებს
და მიხურავს ქარი ჯერ არ გახსნილ კარებს..
ხანაც ვეგუები, ხან კი ვებრძვი იღბალს..
სხვანაირად არა, ჩემებურად მიყვარს..
ცრემლად ივსება თვალნი
გაუმხელელი ვნებით.
ჩვენ ერთმანეთის ცალნი
უერთმანეთოდ ვქრებით.
უკვე შორია განცდა
მზე იწურება ზღვაში.
ჩვენ ერთმანეთი დაგვრჩა
უმისამართო გზაში.
არა მაცდური წამნი,
მაინც ცოდვილნი ვრჩებით.
ჩვენ ერთმანეთის წყალნი
უერთმანეთოდ ვშრებით.
სათქმელს ვეძებდით ღმერთში.
ბედს დასაცინად ვყავდით.
გულს ერთმანეთის მკერდში
უერთმანეთოდ ვკლავდით.
27 აგვისტო                                         

მე ხომ შენთან სიზმრიდან და სიზმრებით მოვედი.
შენ რომ არ ყოფილიყავ მე გამოგიგონებდი.
უნაპირო გზის შემდეგ ისევ შენთან მოვალ დღეს,
იცი დავიღალე და მხოლოდ შენ თუ მომარჩენ.
წვიმა ცრემლად შემარგე,
ცრემლიც უკვე გამიშრა.
როცა მოვალ შენამდე
უკან აღარ გამიშვა.
თორემ უშენოდ ყოფნის ძალა გამომელია,
იქ ვეღარ გავჩერდები, სადაც არ მომელიან.
იცი როგორ მატირებს
ღამისფერი საკანი?
აღარა ვარ იცოდე უშენობის ამტანი.
მე ხომ შენთვის გავრითმე
სულში ყველა სტრიქონი
სიზმრებში თუ დაგკარგე
ცხადში მალე გიპოვი.
თუ შენ ისევ სიზმრიდან და სიზმრებში მომელი
გაახილე თვალები!!! აი, უკვე მოვედი!

ღამის ფიქრებს ფიქრები ჩუმად ემატებოდა.
არ ვიცოდი ვინ ან რა რატომ მენატრებოდა.
სად ვიპოვე? სად შევხვდი? და საით გამქცევია
დაუძინარ სიზმრებად რატომ გადამქცევია.
რწმენის წმინდა სანთლები ვისთვის მიშუქებია
და ეს გული უსიტყვოდ ვისთვის მიჩუქებია.
მარტოობით დაღლილი თვალებს რისთვის ვისველებ
ვის ვპოულობ? ვის ვკარგავ? ვის ვეძახი? ვის ვეძებ?
გრძნობა იყო თუ არა, ასე რატომ განვიცდი.
მეყვარება? თუ მიყვარს? მიყვარდა კი? არ ვიცი.
ღამის ფიქრით ნავალი სად ვიყავ და სად არა,
თავთან დიდი ვიყავი, ღმერთთან ისე პატარა,
რომ ფიქრებთნ დარჩენილს ღამეს ღამე მითევდა.
ნუთუ მართლა ეს ქალი ამდენს მატო იტევდა?!
ღამის ფიქრებს ფიქრები ისევ ემატებოდა.
გათენება, მზის სხივი, სითბო მენატრებოდა!
 
ცოტა-ცოტა, ბევრი არა
ცოტა-ცოტა გინატრე.
წვიმდა, ცოტა გადიდარა,
ცოტაც შენ შეგინახე.
ცოტა-ცოტა ამატირეს
გუშინდელზე ფიქრებმა.
ცოტა-ცოტა დანაპირებს
შეგისრულებ იქნება.
ცოტა ტყუილს, ცოტა მართალს,
ცოტას თვალებს აგიხელ,
შენს იქეთ რომ სხვა არა მყავს
გავბედავ და გაგიმხელ.
ცოტა სითბოს, ცოტა ალერსს,
ცოტას მოგეფერები.
როგორ იტან მარტო ამდენს
მოდი, მომე ხელები.
ცოტა-ცოტა ბევრი არა
ცოტა-ცოტა გამიგე.
დრომ უშენოდ გაიარა,
მოდი კარი გაგიღე.
ცოტა-ცოტა ზღაპარ იყო,
უფრო მეტი სიმართლე.
წვიმდა. . . ცოტა გადაიღო,
მოდი! მართლა გინატრე!
რატომ ვწერ შენზე?!
რატომ უშრეტი წყარო ხარ მუზის
და კალამს წვერზე
რატომ შენი სახელი უზის?!
რატომ მშროდები,
რატომ გინდა ლექსში დამმმარხო,
ისე დამკარგო,
რომ სიზმრადაც ერთხელ არ მნახო.

რად არ ვწერ სხვაზე?!
რატომ მინდა ვუმღერო ბათუმს.
რატომ ვწერ ზღვაზე,
რად ვადარებ ვარდისფერს წარსულს?!
რატო მიმალავ
ჩემი სულის ციცქნა გასაღებს
აბა ვინა ვარ
უჩემობა შენ არ გადარდებს..
ნისლებს ვერ ავწევ,
მიდი, ზეცა გადამაფარე.
ისე ვერა ვწერ
პოეტობა შენ დამაბრალე!
გითხრა რა იყო?
არაფერი. . . მინდა აქ იყო.
დარდი გაგიყო
უშენობამ იცი რა მიყო?
სული დამძიმდა…
არაფერი აღარ მახარებს...
სევდა მაწვიმს და
ცრემლი კოცნის დაღლილ წამწამებს.
ყველა შორი და . .
ახლო მდგომი უფრო დუმდება.
ის ვინც მოვიდა
არ მოსული უკან ბრუნდება..
გზები გაიყო...
ცა გაიღო...
გული გაიპო…...
ბნელმა ნათელი შემიცვალა
და მზე წაიღო.
შველად ვეძებე შენისთანა
არსად არ იყო.
უკვე სიკვდილმაც შემიყვარა
გესმის რა იყო?!

ბევრი ვეძებე შენისთანა
წლები გაფრინდა. . .
გული ვერავინ შემიცვალა
მოდი თავიდან. . .
შენ მაშინ მოხვალ, მარტოობას როცა შეიგრძნობ.
ათიათასში გამომარჩევ და მე შემიცნობ.
როს უჩემობა შეგაშინებს დაიღრიალებ,
მაგრამ რაღა დროს! უკაცრავად, დაიგვიანებ!
ჩემს სულში უკვე სევდისფერად აღარ იწვიმებს.
ლექსები შენზე, უშენობით, აღარ იტირებს.
გაყინულ გულში იმ სანატრელ ადგილს დამითმობ,
მაგრამ რაღადროს, უკაცრავად, მე ვერ გაგითბობ.
იმედის ფერი, ფერს დაკარგავს და წაერთმევა
ყველაფერს სხვისით, სხვა სახელი გადაერქმევა.
შენ მოხვალ, როგორც უმწეო და ხელებ შიშველი,
მაგრამ რაღადროს, უკაცრავად ვეღარ გიშველი.
გაგიჭირდება, სიამაყეს მაინც შელახავ
წვიმაში, მზეში და ნისლებში, ვერსად ვერ მნახავ.
მომძებნი სადაც დაგეძებდა ჩემი ფიქრები,
მაგრამ რაღადროს, უკაცრავად იქ არ ვიქნები.
მე უშენობით ვალმოხდილი დავიღრიალებ -
როცა გეძებდი, სად იყავი? დაიგვიანე.
მთელს სამყაროში ერთი მყავდი, ზღაპრად მიმყავდი.
ახლა რაღა დროს, უკაცრავად, მე შენ მიყვარდი!
როცა შეგამჩნიე მგონი
იყო უსაშველოდ გვიან,
დარჩი უსასრულოდ შორი
და მე მოლოდინი მქვია.
სხვაში ამერიე ალბათ
სხვას კლავს ჩემი ლექსის ტყვია.
გვერდში აჩრდილიც კი არ მყავს
და მე მაძებარი მქვია.
ვიხსნი მარტოობის ბორკილს,
ვამტრევ ნაფეხურებს ქვიანს.
შენთვის მოწყალეს და მორჩილს
სხვისთვის ცოდვიანი მქვია.
მომეძალა სევდის ტალღამ
ფიქრებს დააფარა რული.
წასვლა ძნელი იყო მაგრამ
დაბრუნება უფრო რთული.
წლები ჩემს შეცდომებს ითვლის
უკვე უსაშველოდ გვიან.
შენგან დატოვებულ ტკივილს
მაინც სიყვარული ჰქვია!